დღე: გრძელდება 5 დღე

დახვედრა თბილისში

დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

ძილი

დღე: გრძელდება 3 დღე

დახვედრა თბილისში

დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

დღე: გრძელდება 4 დღე

დახვედრა თბილისში

დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

დღე: გრძელდება 3 დღე

დახვედრა თბილისში

დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

დღე: გრძელდება 7 დღე

დახვედრა თბილისში

დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

დღე: გრძელდება 4 დღე

დახვედრა თბილისში

დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

დღე: გრძელდება 4 დღე

დახვედრა თბილისში

დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

დღე: გრძელდება 8 დღე

8 დღე. თბილისი - გუდაური - ბაკურიანი

 

დღე 1: თბილისი - ჩამოსვლა

დახვედრა აეროპორტში, სასტუმროში დაბინავება.

 

ტური საქართველოს დედაქალაქში - თბილისში.

მცირე თავისუფალი დროის შემდეგ სტუმრები გიდის თანხლებით გაემართებიან ქალაქის დასათვალიერებლად. ტური დაიწყება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მონახულებით. სამება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარია მსოფლიოში. ტაძარი აიგო ქრისტიანობის 2000 წლის აღსანიშნავად. ტაძარი ძალიან უყვართ როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს. აქ დღესასწაულების დროს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. სამების გრანდიოზული ნაგებობის ფონზე ყოველთვის განსაკუთრებული შთამბეჭდავი ფოტოები გამოდის.

შემდეგ პუნქტი, საიდანაც ქალაქი ხელისგულზე ჩანს არის მეტეხის პლატო, რომლის კლდოვან კიდეზე აგებულია მეტეხის ტაძარი, მის გვერდით კი აღმართულია თბილისის დამაარსებლის - მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლი. მეტეხი, ეს მარტო ტაძრის სახელი არ არის, ეს თბილისის ისტორიული უბანია, რომლიც გაშენებულია კლდეზე და გადმოჰყურებს მდინარე მტკვარს. ხედი რომელიც კლდიდან იშლება, არაერთი ფოტოკონკურსის გამარჯვებულია. აქვე ჩანს „აბანოთუბანი“ - თბილისის აბანოების უბანი, რომელიც გაშენებულია ბუნებრივად ცხელ, მინერალური წყლებზე.  სანამ ამ ადგილებს შემოივლით, თქვენ ვნახავთ თანამედროვე სტილის ევროპის მოედანს და რიყის პარკს. გადავალთ მშვიდობის ხიდზე, რომელიცშედგება 156-მეტრიანი რკინის კარკასისაგან და დაფარულია შუშით.რიყის პარკში თქვენ შეგიძლიათ ჩაჯდეთ პატარა ვაგონში, რომელიც საბაგირო გზით აგიყვანთ ნარიყალას ციხეზე, საიდანაც იშლება კიდევ ერთი შესანიშნავი ხედი ქალაქზე. აბანოთუბანს რომ გაცდებით, მოხვდებით მყუდრო კაფეების და სუვენირების მაღაზიების გარემოცვაში - შარდენის ქუჩაზე. შარდენი და მისი მიმდებარე ვიწრო ქუჩები შესანიშნავი სასეირნო ადგილებია, სადაც შემონახულია ძველი თბილისის სული. ამ ქუჩებს მივყავართ VI საუკუნის ანჩისხატის ტაძრამდე და რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის უნიკალურ საათის კოშკთან.

ღამისთევა სასტუმროში.

დღე 2. თბილისი - გუდაური

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით გუდაურში, გავივლით 2 საათიან გზას შთამბეჭდავი პეიზაჟებით. გუდაური სწრაფად განვითარებადი და ძალზე პოპულარული სათხილამურო კურორტია, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის რაიონში 2196 მეტრ სიმაღლეზე. აქ არის 50-ზე მეტი ტრასა როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულთათვის, დამწყებთათვის და ბავშვებისათვის. თუ თქვენ არასოდეს მდგარხართ თხილამურზე და სურვილი გაქვთ შეისწავლოთ სრიალი, გუდაური სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენ შეძლებთ ამის განხორციელებას. გონდოლის ტიპის და სავარძლიანი საბაგიროები სამუშაო დღეებში 16.00 საათამდე, ხოლო დასვენების დღეებში 17.00 საათამდე ფუნქციონირებს.

თავისუფალი დრო და ღამისთევა გუდაურის სასტუმროში.

დღე 3. გუდაური

გუდაური მომხიბვლელი და ინფრასტრუქტურულად გაანვითერებული კურორტია. მდიდარია რესტორნებით, ბარებით, ღია კაფეებით, კლუბებით, დახურული აუზებით და აბანოებით. თქვენ შეგიძლიათ იფრინოთ პარაპლანით, დატკბეთ გუდაურის შთამბეჭდავი სილამაზის ხედებით.

ღამისთევა გუდაურის სასტუმროში.

დღე 4. გუდაური - ბორჯომი - ბაკურიანი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით საქართველოს კიდევ ერთ ცნობილ კურორტზე ბაკურიანში. გზად შევჩერდებით ბორჯომში. ბორჯომი განთქმულია თავისი სამკურნალო მინერალური წყლებით, ბორჯომის წყალს სვამენ როგორც სამკურნალოდ, აგრეთვე პროფილაქტიკის მიზნით. თქვენ გელით გასეირნება ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი ბორჯომის წყალი, შეიძინოთ სამახსოვრო ნივთები და ადგილობრივი წიწვოვანი ტყეების გირჩებისგან დამზადებული სამკურნალო მურაბები.

ჩამოსვლა ბაკურიანში, დაბინავება და ღამისთევა სასტუმროში.

დღე 5. ბაკურიანი

თქვენ გაატარებთ დღეს ბაკურიანში - ზამთარში დასვენების მოყვარულთა შორის ყველაზე პოპულარულ ადგილზე, კავკასიის უძველეს სათხილამურო კურორტზე. დღეს ბაკურიანი არამარტო სათხილამურო სპორტის ცენტრია, არამედ ცნობილი საოჯახო კურორტია. აქ შეგიძლიათ ისრიალოთ ციგებით, ციგურებით, თოვლმავლებით, ისეირნოთ ცხენებით და დაათვალიეროთ ბაკურიანის შემოგარენი.

დღე 6. ბაკურიანი

თავისუფალი დღე სათხილამურო კურორტზე.

- სამთო-სათხილამურო კურორტი, სადაც სათხილამურო სეზონი იწყება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და აპრილის დასაწყისამდე გრძელდება.

- სათხილამურო ტრასების დიდი არჩევანი პროფესიონალებისთვისაც და დამწყებთათვისაც, აგრეთვე ბავშვებისთვის:

           

  • კოხტა-გორა - ზღვის დონიდან 2150 მ. ტრასის სიგრძე – 1525 მ. საბაგირო გზა – ღია 2 ადგილიანი სავარძლები და 2 სათრეველა საბაგირო გზა
  • კოხტა-2 (ტატრა-პომა) ზღვის დონიდან - 1800 მ. ტრასის სიგრძე - 1822 მ. ტატრა-პომა საქართველოში ერთადერთი სერტიფიცირებული ტრასაა საერთაშორისო სამთო–სათხილამურო ფედერაციის მიერ. სათრეველა საბაგირო, დამწყებ მოთხილამურეთათვის და ბავშვებისათვის.
  • დიდველი - ზღვის დონიდან 2700 მ. ტრასის სიგრძე – 1800 მ. ტურისტებს ემსახურება 8–ადგილიანი გონდოლა–საბაგირო.
  • ე.წ. "25"-იანები - 4 სათრეველა საბაგირო, ყველაზე გრძელი 400 მ. 1 საბაგირო – ღია სავარძლით, თხილამურების, თოვლის მოტოციკლების და ცხენების გაქირავების პუნქტი. დამწყებ მოთხილამურეთათვის ყველაზე კარგი სასრიალო პროფილის მქონე მცირე დაქანების გამო. მათ, ვინც ოცნებობს, მალე დადგეს თხილამურებზე, გამოცდილი ინსტრუქტორები სრიალის ტექნიკას შეასწავლიან. ისინი ყველა სათხილამურო ტრასასთან მუშაობენ და მსურველებს ასაკის განურჩევლად მომსახურებას სთავაზობენ. პატარებს სამთო თხილამურებზე სრიალს შეასწავლიან სპორტსკოლების მწრთვნელებიც.

ბაკურიანის პარკში შეგიძლიათ გაისეირნოთ თოვლმავლებით, კვადროციკლებით, ცხენებით. ფუნქციონირებს საციგურაო მოედანი, რომელიც დილის 10.00 სთ-დან საღამოს 22.00 საათამდე მუშაობს. აქვეა საბავშვო გასართობი პარკი ჯოილენდი (JOYLAND). ექსტრიმის მოყვარულთათვის საუკეთესოა ტობოგანი -  მთის ციგა დიდველზე, ამერიკული მთების მსგავსი ატრაქციონი, სადაც სპეციალური ციგით ეშვებიათ რელსებიან ტრასაზე. ეს აუღწერელი სიამოვნებაა. აქვეა უამრავი კაფე-რესტორანი.

ღამისთევა სასტუმროში.

დღე 7. თბილისი

საუზმის შემდეგ გამგზავრება თბილისში, სასტუმროში დაბინავება, თავისუფალი დრო.

დღე 8. თბილისი-გამგზავრება

სასტუმროდან გასვლა შუადღემდე, თავისუფალი დრო აეროპორტში გამგზავრებამდე.