დღე: გრძელდება 4 დღე

დახვედრა თბილისში

დაბინავება სასტუმროში

თავისუფალი დრო

 

I დღე. თბილისი

თბილისი - დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი საქართველოში, მდებარეობს მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე. ქალაქი დაარსებულია V საუკუნეში. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თბილისი არაერთი დიდი იმპერიის დაპირისპირების ეპიცენტრში.

თბილისის საფეხმავლო ტური ძველ თბილისში: აბანოთუბანი - შარდენის ქუჩა -სიონის ტაძარი - მშვიდობის ხიდი - რიყის პარკი - ნარიყალა - მეტეხის ეკლესია - წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.

დაბრუნება სასტუმროში.

 

II დღე. თბილისი-მცხეთა

მცხეთა - უძველესი ქალაქი საქართველოში, ძველი დედაქალაქი. მდებარეობს მდინარების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, თბილისის ჩრდილოეთით 20 კილომეტრში.

სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემართებით მცხეთისკენ, სადაც მოვინახულებთ: ჯვრის მონასტერს - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს - სამთავროს მონასტერს - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეს.

დაბრუნება თბილისში სასტუმროში.

 

III დღე. თბილისი-კახეთი

სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემართებით კახეთში, სადაც მოვინახულებთ: შუამთის მონასტერს - ქალაქ თელავს - წინანდალს - ალავერდს - იყალთოს აკადემიას.

დაბრუნება თბილისში სასტუმროში.

 

 

 IV დღე. გასეირნება ყაზბეგის მთებში

ყაზბეგი - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მთიანი რეგიონი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში. ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. რეგიონი მდიდარია ტბებით, მყინვარებით და მინერალური წყაროებით.

სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემართებით ყაზბეგში, სადაც მოვინახულებთ: ანანურის ციხესიმაგრეს - ქალაქ სტეფანწმინდას - გერგეთის სამების ტაძარს.

დაბრუნება თბილისში სასტუმროში.