ვარძია - მე-12 მე-13 საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი. იგი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში - ჯავახეთში. ვარძია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია.

ოკაცეს კანიონი - ბუნების ძეგლი სოფელ გორდის მიდამოებში, იმერეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა. იგი წარმოადგენს 50 მ. სიღრმის სამკილომეტრიან კანიონს.

მარტვილის კანიონი - იგივე გაჭედილის კანიონი - ზღაპრული ადგილი დასავლეთ საქართველოში. კანიონის კედლები ქმნიან ქვის თაღს.

გელათის ღვთისმშობლის მონასტერი - საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შუასაუკუნეების მონასტერი, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რაბათი - შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრე გადაშლილია 7 ჰა ფართობზე. დაყოფილია ორ ნაწილად: ზედა (ისტორიული) და ქვედა (თანამედროვე) ნაწილებად.

კინჩხას ჩანჩქერი - დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი ღირშესანიშნაობა, მდებარეობს მდინარე ოკაცეს კანიონში. აქაური ბუნება საკმაოდ ველურია და ამით უფრო მომხიბვლელი და მომაჯადოვებელია.

სათაფლია (სათაფლიის ნაკრძალი) - ეს სწორედ ის ადგილია, რომლის ნახვაც ყველასათვის აუცილებელია.

ბაგრატის ტაძარი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი საქართველოში, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიაში.

პრომეთეს მღვიმე - აგრეთვე ცნობილია როგორც ყუმისთავის მღვიმე - წარმოადგენს კარსტულ მღვიმეს წყალტუბოსთან ახლოს.

მარტვილის მონასტერი - VII საუკუნის არქიტექტურული ძეგლი დასავლეთ საქართველოში, მარტვილში. მარტვილის მონასტერი აფხაზ მეფეთა განსასვენებელი იყო.

სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა - საქართველოს კიდევ ერთი შესანიშნავი ღირშესანიშნაობა. მდებარეობს მდინარე რიონის თავზე ქუთაისიდან 3 კილომეტრზე.

გერგეთის სამების ეკლესია - სტეფანწმინდის მოპირდაპირედ, სოფელ გერგეთში მდებარეობს მე-14 საუკუნის არქიტექტურული ძეგლი გერგეთის წმინდა სამების ეკლესია