მარტვილის კანიონი - იგივე გაჭედილის კანიონი - ზღაპრული ადგილი დასავლეთ საქართველოში. კანიონის კედლები ქმნიან ქვის თაღს.

ტენიანობის გავლენით აქ იზრდება ულამაზესი ლიანები, ხოლო კანიონის კედლები დაფარულია მრავალწლოვანი ხავსით. აქ უამრავი პატარა ჩანჩქერი და ნაკადულია, რომლებიც ქმნიან საოცარი სილამაზის ცისფერ ტბებს. ტბის წყალი გამჭვირვალე და ყოველთვის ცივია. თქვენ შეძლებს გაცუროთ ნავით კანიონის გასწვრივ, ზურმუხტოვან წყალში და დატკბეთ ულამაზესი ბუნებით. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში ნაპოვნია გადაშენებულ ცხოველთა ძვლები, მათ შორის მღვიმის დათვის და ბიზონის ნაშთები. აგრეთვე აღმოჩენილია დინოზავრების ნაკვალევიც, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე.