მარტვილის მონასტერი - VII საუკუნის არქიტექტურული ძეგლი დასავლეთ საქართველოში, მარტვილში. მარტვილის მონასტერი აფხაზ მეფეთა განსასვენებელი იყო.

მეფე ბაგრატ IV-ის დამსახურებით XI საუკუნეში მონასტერი გადაიქცა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცენტრად. XII საუკუნის დასაწყისში თურქ-სელჩუკთა შემოსევების დროს კომპლექსი დაზიანდა. ??? იქნა აშენებული. ამჟამად მარტვილის სამონასტრო კომპლექსი აერთიანებს რამდენიმე ნაგებობას. ცენტრალური ნაგებობაა - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც შემკულია წმინდანთა გამოსახულების ფრესკებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია XIV საუკუნის ღვთისმშობლის ფრესკა.