ოკაცეს კანიონი - ბუნების ძეგლი სოფელ გორდის მიდამოებში, იმერეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა. იგი წარმოადგენს 50 მ. სიღრმის სამკილომეტრიან კანიონს.

ითვლება რომ ოკაცეს კანიონი მილიონ წელზე მეტია არსებობს, თუმცა ტურისტული ზონა 2014 წლიდან შეიქმნა. 2011 წლიდან მას მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. ეს რეგიონი გაგაოცებთ ველური ბუნებით და საოცარი სილამაზის ხედებით. კანიონის შუა ნაწილამდე გადის რკინის ბილიკი-გზა.