პრომეთეს მღვიმე - აგრეთვე ცნობილია როგორც ყუმისთავის მღვიმე - წარმოადგენს კარსტულ მღვიმეს წყალტუბოსთან ახლოს.

მთლიანი სიგრძე 11 კმ-ია, აქედან მნახველებისთვის გახსნილია 1060მ. მღვიმის არხი განიერია, მორთულია ზღაპრული სილამაზის ნაღვენთებით. მაქსიმალური სიმაღლე 21 მეტრია. მღვიმისთვის დამახასიათებელია ჰაერის მუდმივი ტემპერატურა 15-17 °С. პრომეთეს მღვიმის დათვალიერება გვაძლევს უნიკალურ საშუალებას ვიხილოთ ამ რეგიონის მიწისქვეშა სამყარო მთელი თავისი სილამაზით.