რაბათი - შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრე გადაშლილია 7 ჰა ფართობზე. დაყოფილია ორ ნაწილად: ზედა (ისტორიული) და ქვედა (თანამედროვე) ნაწილებად.

ზედა ნაწილში მდებარეობს: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც განთავსებულია ჯაყელების საგვარეულო სასახლეში, მეჩეთი, მედრესე, ფაშას განსასვენებელი, მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, ციტადელი და ამფითეატრი. ქვედა ნაწილი უმეტესად მომსახურების ობიექტებს უკავია: სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარები, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლი.