ვარძია - მე-12 მე-13 საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი. იგი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში - ჯავახეთში. ვარძია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია.

განლაგევული მდ. მტკვრის სანაპიროზე ქ. ბორჯომიდან სამხრეთით 100 კმ დაშორებით. მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე 900 მეტრის გაყოლებაზე კლდეში გამოკვეთილია 600-მდე სხვადასხვა სახის სათავსო-ნაგებობა: ტაძრები, სამრეკლოები, საცხოვრებელი კელიები, საკუჭნაოები, აბანოები, სატრაპეზოები. ბიბლიოთეკები და სხვა. სათავსოები სიღრმეში 50 მეტრზე შედიან და რვა სართულის სიმაღლეზეა განლაგებული. შემონახულია საიდუმლო გვირაბები - გზები, რომლებოს აერთებენ ერთმანეთთან სათავსოებს და წყალსადენს. კომპლექსის ცენტრში განლაგებულია მთავარი ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. დარბაზული ტაძრის კედლები შემკულია უნიკალური ფრესკებით (გამოსახულნი არიან მეფე გიორგი III და თამარ მეფე 1180 წ.). უდიდესი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობა აქვთ „ღვთისმშობლის მიძინების“, „ამაღლების“ და „ფერიცვალების“ ფრესკებს. ვარძიის სამონასტრო ანსამბლი შეიქმნა ძირითადად 1156-1205 წლებში. ამ პერიოდში მეფობდნენ გიორგი III და მისი ქალიშვილი თამარ მეფე. ვარძია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე მდებარეობდა. იგი იცავდა მტკვრის ხეობას ირანელების და თურქების შემოსევებისგან. ამჟამად ვარძია მოქმედი სამონასტრო კომპლექსია და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობას. ტურისტებს შეუძლიათ იხილონ და თავისი ფეხით გაიარონ 100-მდე უძველეს გამოქვაბულში.